Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბრენდ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
ვინ ვართ ჩვენ?

"ბრენდ ჰაუსი" არის მოდის და ხარისხის სივრცე, სადაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიაში შემოსულმა ადამიანმა მიიღოს არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ სასიამოვნო გამოცდილებაც.

სწორედ ამიტომ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კომუნიკაბელურ, პასუხისმგებელ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს.

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი ცვლა

რას გთავაზობთ:

ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი + საბონუსე სისტემა (ინდივიდუალური და გუნდური შედეგების მიხედვით)
სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
კარიერული განვითარების შესაძლებლობა და შიდა ტრენინგები
მხარდაჭერილი და თანამშრომლური გუნდი.

რას ველით შენგან:

** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება
** პასუხისმგებლობა და სამუშაო დროის პატივისცემა
** ენერგია და პოზიტიური დამოკიდებულება
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: ltdbrandhouse@gmail.com

ტელ:+995 555 55 19 15
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე