Робота для біженців з України
მიზანპლასის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიზანპლასის მზარეული
მომწოდებელი: კრაფტ ფუდი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"Craft Food ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მიზანპლასის მზარეულის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"Craft Food" - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 7 ფილიალს საქართელოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი).

"Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 2/2 გრაფიკი (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება).
** ანაზღაურება: 1200 ლარი.
** დაზღვევა - კომპანიის დაფინანსებით.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თემქა (არაშენდას მიმდებარედ).

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციის შეტანა სამუშაო სივრცეში;
** ყველის დაჭრა, დამუშავება;
** სოუსების დამზადება;
** სტაჟირებაზე მყოფი კანდიდატის დატრენინგება, საჭიროების შემთხვევაში.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** სისხარტე
** პასუხისმგებლიანობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 30 სექტემბერი.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 500-505-987. "Subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მიზანპლასის მზარეული".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე