Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (http://cue.edu.ge/) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** გამართული აღრიცხვა/ანგარიშგების წარმოების უზრუნველყოფა დადგენილი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად;
** სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო და ფინანსური რეგულირების ორგანოებთან ანგარიშსწორების განხორციელება;
** თანამშრომლების, მომხმარებლების, მომწოდებლების ანგარიშსწორების ორგანიზება ან/და პროცესის კოორდინირება;
** უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი;
** უნივერსიტეტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაცემის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა;
** ხელშეკრულებების გატარება და მასთან დაკავშირებით ყველა საბუთის შემოწმება და აღრიცხვა;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება პროგრამაში- "ორის-ბუღალტერია";
** Rs.Ge -სთან მუშაობა;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბუღალტრო მიმართულებით;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

ვაკანსიის დეტალები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 3 სექტემბრიდან და დასრულდება 17 სექტემბრის.
2. კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
3. კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
4. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@cue.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია ფინანსური მენეჯერი.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე