Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: 2000-დან 3000 ლარამდე დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** საოფისე მარაგების მართვა; საოფისე ავეჯის, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა;
** ოფისში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი;
** სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის, ყავითა და ჩაით გამასპინძლება.
** სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება;
** მივლინებებისათვის ბრძანებების მომზადება და ჯავშნების უზრუნველყოფა;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** ელექტრონულ ფოსტაზე რეაგირება;
** კორესპონდენციის სრული ციკლის, შემოსული და გასული კორესპონდენციის ელექტრონულ სისტემაში გატარება ინსტრუქციის შესაბამისად;
** ოფისის მძღოლების/კურიერების რეესტრის/სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება;
** სამუშაო ადგილის (ინტერიერის, ტექნიკური საშუალებებისა და ა. შ.) მოწესრიგება;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ცოდნა, ოფისში მოსული მომხმარებლებისთვის პასუხების გაცემა ნათლად და გარკვევით;
** ოფისში მოსული ვიზიტორებისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების მიცემა ან კომპეტენტურ თანამშრომელთან გადამისამართება ინფორმაციის მისაღებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან სპეციალიზებული განათლება ნებისმიერ სფეროში;
** სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური (С1 დონე) და რუსული ენების ცოდნა (თურქული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე