Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დესთინეიშენ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიოერები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყანაში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.

დეპარტამენტი: გაყიდვების დეპარტამენტი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი: (10:00 - 18:00)
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის N 14;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორი სასტუმროების მენეჯერებთან კომუნიკაცია, ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკება, შეთანხმება და დაკონტრაქტება;
** პარტნიორი სასტუმროებისგან მიღებული ფასების პროგრამაში შეყვანა;
** ახალი სასტუმროების მოძიება, დაკონტრაქტება;
** ბაზების შექმნა, განახლება, კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი;

სახელფასო ანაზღაურების დიაპაზონი: 1300-1500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე