დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Wedgwood
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"WEDGWOOD" - ჭურჭლისა და დეკორატიული აქსესუარების ცნობილი ბრენდების (Wedgwood, Lalique, Meissen Waterford, Rosenthal, Versace, Royal Albert, Royal Daulton, Portmeirion, Rogaska, Sambonet, Hutschenreuter, Lenox and Reed & Barton) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას.
გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და სასაუბრო დონეზე კი ინგლისურ ენებზე (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის უნარი;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** დაკვირვებულობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შოუ-რუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა/შესწავლა;
** ბრენდების ოფიციალური კატალოგებით ხელმძღვანელობა კონსულტაციის გაწევისას და შეკვეთის მიღების პროცესში;
** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევისას;
** სალარო ოპერაციების წარმოება და გაყიდული პროდუქციის სწორი პროგრამული ასახვა;
** მოვალეობები, რაც უშუალოდ დაკავშირებულია შოუ-რუმის გამართულ ფუნქციონირებასთან და ხარისხიანი მომსახურების გაწევასთან.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო საათები: 11:00-20:00 (შესვენება 1 საათი);
** ლოკაცია: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N8;
** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 1 თვე;
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: primeretailgeo@gmail.com
გაითვალისწინეთ!
CV შედგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე და "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი";
ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას.
|
|
|
|