Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯეოიმპორტი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
კომპანია შპს "ჯეოიმპორტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "შპს ჯეოიმპორტი" ანხორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შპალერების იმპორტს. კომპანიას აქვს საკუთარი მაღაზიები და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაზე.

შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი შემდგომი ზრდის პერსპექტივით

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი # 140 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ)
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე კვირაში 5 დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** სპეცტექნიკასთან მუშაობა არ მოუწევს;
** მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.
** გამართული მეტყველება და გადმოცემისუნარი.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV, აუცილებლად ფოტოსურათით გადმოაგზავნოთ მისამართზე geoimport@hotmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე