Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: არტტექსი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია შპს "არტტექსი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ კომპანია "არტტექსი", 2005 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით სამშენებლო სფეროში.

ინოვაციურმა მიდგომებმა და წლების განმავლობაში განხორციელებულმა არაერთმა პროექტმა შექმნა "არტტექსი", როგორც ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური, სანდო, მზრუნველი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.
2019 წელს რებრენდინგის შემდეგ, ახალი შემადგენლობით გავაგრძელეთ საქმიანობა და მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია სამშენებლო ბაზარზე. დღეს ჩვენს მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2021 წელს მოვიპოვეთ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატი, რომელიც ხაზს უსვამს სანდოობას ხარისთან მიმართებაში.
ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ხელოვნების, განათლების, სპორტის განვითარების ხელის შეწყობითა და ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი (შპს "არტტექსის" სამშენებლო ობიექტები)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ჯანმრთელობის დაზღვევა (სურვილისამებრ).

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა კომპანიაში.
** შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი.
** თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.
** უბედური შემთხვევების, ინციდენტების და ტრავმების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება.
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარული ორგანიზება, ჩატარება, და თანამშრომლების ცოდნის შემოწმება;
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება.
** ახალი ტექნიკის, მოწყობილობებისა და სამუშაო პროცესების უსაფრთხოების შემოწმება.
** ობიექტის ხელმძღვანელობასთან რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, საინჟინრო ან უსაფრთხოების მიმართულებით).
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ფლობა
** აუცილებელია მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში სამშენებლო სექტორში.
** საქართველოს კანონმდებლობის, განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების კოდექსის, დეტალური ცოდნა.
** რისკების შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა.
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის მაღალი უნარი.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@arttex.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".

გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეები მიიღება 20 სექტემბრის ჩათვლით. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთა განაცხადებიც 12 სექტემბრამდე შემოვა.

გამოცდილების არმქონე პირთა რეზიუმეები სამშენებლო სექტორში არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე