Робота для біженців з України
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

** მარკეტინგული კურსის განსაზღვრა, მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და პრაქტიკაში დანერგვა;
** ბაზრის საჭიროებებისა და ძირითადი ტენდენციების შესწავლა;
** სამიზნე ბაზრისა და სამიზნე აუდიტორიის არჩევა;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
** დეპარტამენტის თანამშრომელთა როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა, მონიტორინგი სამუშაო პროცესში;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და გუნდთან ერთად შესრულების უზრუნველყოფა;
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა;
** გაყიდვების დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება და რეპორტინგი;
** სხვადასხვა სატელევიზიო/ბეჭდურ/ონლაინ არხებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე