Робота для біженців з України
ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი
მომწოდებელი: Pickup
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კომპანია "Pickup.ge" აცხადებს ვაკანსიას (უკონტაქტო) ნარჩენების გატანის თანამშრომლის (კურიერი) პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.

სამუშაო დრო მაქსიმუმ 2 საათი დღეში.

Pickup.ge საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სტარტაპია. ჩვენ მომხმარებლეს საშუალებას ვაძლევთ მარტივად მოიშორონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები მობილური აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით სახლიდან გაუსვლელად. სრულიად უკონტაქტოდ!

ჩვენი მიზანია, აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაფანტვის რისკები და გარემოს დაბინძურება. იდეალური სამუშაო სტუდენტებისთვის - შეგეძლება სწავლასთან კომბინირება. ასევე, სტაბილური დამატებითი შემოსავალი ნებისმიერი მსურველისთვის.

სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი ! არ გჭირდება მართვის მოწმობა ! არ გჭირდება ენების ცოდნა! არ გჭირდება სკუტერი ან ავტომანქანა!
მდებარეობა N1: თბილისი, საქართველო. მდებარეობა N2: ბათუმი, საქართველო.

რა გჭირდება?

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სმარტ ტელეფონი და სამუშაო საათებში ინტერნეტი;
** სმარტფონის და სხვადასხვა აპლიკაციების მოხმარების მინიმალური უნარ-ჩვევები;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა: ბინის კარიდან ნარჩენების გამოტანა გორგოლაჭიანი პლასტმასის ურნის მეშვეობით და მუნიციპალურ ბუნკერში მოთავსება.

სამუშაო ადგილი: საცხოვრებელი კორპუსები (კონკრეტულად შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსი/კორპუსი).
გრაფიკი: დილა ან საღამო (2 სააიანი სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მოგვიანებით)
ხელფასი: 300 - 450 ლარი (ხელზე ასაღები). დამოკიდებულია დატვირთვაზე.
სპეციალური ეკიპირებით კურიერს უზრუნველყოფს კომპანია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 3 ოქტომბერი, 2025 წელი

თუ გაინტერესებს, დაგვიკავშირდი: hrpickup10@gmail.com

ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება: უკონტაქტო ნარჩენების გატანა (ჩაწერეთ ბათუმი ან თბილისი). ასევე, მეილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მეილი, ტელეფონი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე