დასახელება:
კურიერი
|
მომწოდებელი:
LovelyRoses.ge
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
ჩვენს შესახებ:
"ლავლი როუზის" არის ყვავილების მაღაზია თბილისში, ორი ფილიალით: ვერაზე და ვაკეში. Google-ის შეფასებების მიხედვით, ვართ ყველაზე მაღალრეიტინგული ყვავილების მაღაზია საქართველოში და ვამაყობთ, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ გამორჩეულ სერვისს, რომელიც არა მხოლოდ შეკვეთების მომზადებას, არამედ მათ პროფესიონალურ მიწოდებასაც მოიცავს. ამჟამად ვეძებთ კურიერს, რომელიც ამ პროფესიონალური სერვისის გაწევაში დაგვეხმარება სექტემბრის თვეში.
კურიერი (ავტომობილით) - სექტემბრისთვის | კვირაში 4-5 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** ყვავილების დროული და უსაფრთხო მიტანა მომხმარებლამდე
** შეკვეთის მიღება ფილიალიდან და მისამართის მიხედვით გადაადგილება
** შეკვეთების ჩაბარება ყურადღებით და ზრდილობიანად
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ტელეფონით კომუნიკაცია
** მენეჯერთან კოორდინაცია შეთანხმებულ სამუშაო დღეებში
ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი, ვიზუალურად მოწესრიგებული ავტომობილი
** მართვის მოწმობა და მანქანის მართვის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება
** მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული) - ორივეს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა
** ზრდილობიანი და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
** Google Map-ით გადაადგილების გამოცდილება
** ქალაქის ქუჩების და უბნების დეტალური ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო გრაფიკი: სექტემბრის თვის განმავლობაში კვირაში 4-5 სამუშაო დღე (შეთანხმებით)
ანაზღაურება: ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებულ შეკვეთებზე:
უბნები:
ანაზღაურება თითო შეკვეთაზე:
თბილისის მასშტაბით - 12₾
აეროპორტი, ლილო - 20₾
რუსთავი, მცხეთა - 30₾
მისამართი: ვაკე, ფალიაშვილის 38 / ვერა, ღამბაშიძის 10
(შეკვეთები ნაწილდება როგორც ვაკიდან, ისე ვერადან)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული Google-ფორმა: https://forms.gle/rjDNo7eQ83zUiWA27
|
|
|
|