დასახელება:
ავტოსერვისის საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გეზ მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
სს "გეზ მოტორსი" აცხადებს ავტოსერვისის საწყობის მენეჯერის ვაკანსიას.
მოვალეობები:
** 40 მ2 ავტოსერვისის საწყობის მართვა
** ძირითადი საწყობიდან ან სხვა მომწოდებლისგან ტვირთის მიღება ავტოსერვისის საწყობში
** ტვირთის მიღებისას პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღწერა (საქონლის იდენტიფიცირება)
** პროდუქციის დასაწყობება სპეციფიკისა და პროდუქტის კატეგორიის გათვალისწინებით საწყობის თაროებზე
** გაყიდული პროდუქციის მიღებული ზედნადების (დოკუმენტის) მიხედვით პროდუქტის მოძიება, გადამოწმება და ავტოსერვის მენეჯერზე გაცემა
** ყოველდღიურ რეჟიმში გაყიდული პროდუქციის მარაგების შევსება ძირითადი საწყობიდან მოთხოვნის გზით
** პროდუქციის პერიოდული აღწერა და ანგარიშგება (ინვენტარიზაცია)
** საწყობში არსებული მასალების აღრიცხვიანობის წარმოება.
მოთხოვნები:
** ლოჯისტიკის (კერძოდ საწყობის) სფეროში მცირე გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (კერძოდ Excel-ის და Outlook-ის)
** ანგარიშების გაკეთების უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებისადმი ყურადღება
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა
პირობები:
** სრული განაკვეთი
** ლოკაცია: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 15
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი გამოცდილებიდან გამომდინარე
** დამატებით: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული ტელეფონის ნომერი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთთქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gezmotors.ge
|
|
|
|