Робота для біженців з України
HoReCa მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოლდინგ.ჯი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"Holding.ge" წარმოადგენს წამყვანი ქართული კომპანიების გაერთიანებას, რომლებიც ინოვაციურად და წარმატებით ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: რითეილი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, ტურიზმი და HoReCa სექტორი.

"Holding.ge"-ს თანამფლობელობაში შემდეგი კომპანიებია: დეილი ჯგუფი, რითეილ ლოგისტიკა, ფუდსერვის დისტრიბუცია, ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე, ტურისტული კომპანია "ვია თრეველი", ზოო მაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი", სასტუმრო "ყვარლის ტბა" და "ყვარლის ბაღები".

"Holding.ge"-ს შვილობილი კომპანიები ფუდსერვის დისტრიბუცია და ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე, აცხადებს ვაკანსიას HoReCa მენეჯერის პოზიციაზე:

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass-ის შეთავაზებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** HoReCa საბაზრო სეგმენტის რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი გაყიდვების ზრდის მიზნით;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულებთან ურთიერთობის გაღრმავება გაყიდვების მიზნების მისაღწევად;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების პირობების მართვა;
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების გზების განსაზღვრა;
** პარტნიორებთან ვიზიტების დაგეგმვა, განხორციელება და პროდუქტების, გაყიდვების სტრატეგიისა და მარკეტინგული აქტივობების პერიოდულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია ხარჯების შესამცირებლად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება (HoReCa) გაყიდვების სფეროში
** MS office პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მაღალი კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
** ინიციატივიანობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@holding.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HoReCa მენეჯერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება Holding.ge-ს მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე vacancy@holding.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე