Робота для біженців з України
შეფ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოლდინგ.ჯი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"Holding.ge" წარმოადგენს წამყვანი ქართული კომპანიების გაერთიანებას, რომლებიც ინოვაციურად და წარმატებით ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: რითეილი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, ტურიზმი და HoReCa სექტორი.

"Holding.ge"-ს თანამფლობელობაში შემდეგი კომპანიებია: დეილი ჯგუფი, რითეილ ლოგისტიკა, ფუდსერვის დისტრიბუცია, ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე, ტურისტული კომპანია "ვია თრეველი", ზოო მაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი", სასტუმრო "ყვარლის ტბა" და "ყვარლის ბაღები".

"Holding.ge"-ს შვილობილი კომპანია ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე, რომელიც ავითარებს ხორცზე ფოკუსირებულ სარესტორნო კონცეფციას, აცხადებს ვაკანსიას შეფ-მენეჯერის (Chef Manager) პოზიციაზე, რომელიც გაუწევს მართვას როგორც სამზარეულოს პროცესებს, ასევე რესტორნის საერთო ოპერაციებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass-ის შეთავაზებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის მენიუს შედგენა და მუდმივი განახლება
** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება და მომზადების სტანდარტების კონტროლი
** მოსამზადებელი პროდუქტის და ინგრედიენტების მუდმივი კონტროლი
** სამზარეულოს პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების ეფექტურად დაგეგმვა
** სამზარეულოს გუნდის შერჩევა, გადამზადება და მართვა
** HACCP-ის სისტემისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების მკაცრი დაცვა
** ხარჯებისა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია
** კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან და ბრენდის განვითარებაში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიკატები
** სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის, შეფ-მენეჯერის (Chef Manager) პოზიციაზე სპორტ კაფის, BBQ-ს, Steakhouse-ს ტიპის კონცეფციის სარესტორნო სფეროში
** ხორცთან მუშაობის სხვადასხვა ტექნოლოგიების ცოდნა
** გუნდური მუშაობის გამოცდილება
** მართვის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრიტიკულ სიტუაციებში სწორი რეაგირების უნარი
** დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@holding.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შეფ-მენეჯერი (Chef Manager)".

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება Holding.ge-ს მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე vacancy@holding.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე