დასახელება:
მარაგების აღრიცხვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო მარაგების ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
** სამედიცინო მარაგების ინვენტარიზაცია, პროგრამული და ფიზიკური ნაშთების შესაბამისობაში მოყვანა;
** მარაგების ვადების აღრიცხვა და კონტროლი;
** მარაგების მუდმივი მონიტორინგი, გადახარჯვის ან დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით;
** დეფიციტის შემთხვევაში, ქსელის კლინიკებთან კომუნიკაცია და შიდა გადაწერით, მედიკამენტების მიღება;
** სამედიცინო მარაგის ფიზიკური და პროგრამული (Exact) მიღება, მიღებული მოცულობის დათვლა, RS-თან და მოთხოვნილ მოცულობასთან დადარება;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 სექტემბერი, 2025 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/maragebis-agricxvis-operatori/554
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|