დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
|
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში.
ფუნქცია-მოვალეობები:
ფინანსური აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების მართვაში და ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგში ასისტირება და ასევე, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
** MS Office პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თანმიმდევრულობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
** სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე;
** ანაზღაურება დარიცხული 765 ლარის ოდენობით;
** შესასრულებელი სამუშაოს სწავლებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ies@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "სტაჟირება სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში"
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|