დასახელება:
დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
კაპიტალ მეითენანსი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"კაპიტალ მეინთენანსი" - თანამედროვე შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის ახალი სტანდარტია.
"კაპიტალ მეინთენანსი" ამიერკავკასიაში მოქმედი ინოვაციური საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც რევოლუციას ახდენს შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის სფეროში.
"კაპიტალ მეინთენანს" ქმნის ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო გამოცდილებასა და პერსონალიზებულ მიდგომებს. მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ, უმაღლესი დონის სტანდარტების, ახალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ მომსახურებას, როგორც საცხოვრებელი, ასევე ბიზნეს შენობების მართვის, მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით. იგი ჩართული იქნება მშენებლობის დაწყების პროცესიდან და კონსულტაციას გაუწევს კომპანიებს საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად.
"კაპიტალ მეინთენანს"-ში ვეძებთ გამოცდილ დასუფთავების გუნდის ლიდერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის საქმიანობაში, ჩამოაყალიბებს დასუფთავების დეპარტამენტს და მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების საოპერაციო სტანდარტების შექმნაში.
ჩვენ გთავაზობთ მუშაობას უნიკალურ გუნდში უნიკალური გამოწვევებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
** დასუფთავების სტანდარტების შემუშავება;
** დასუფთავების გუნდების დაკომპლექტება და მათთვის ტრენინგების ორგანიზება;
** ცვლების დაგეგმვა და სამუშაო გრაფიკების ოპტიმიზება;
** დისციპლინარული საკითხების მოგვარება;
** ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** კონტრაქტორი შენობების საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** რეგულარული ინსპექტირება და ხარისხის შეფასება;
** ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ინვენტარის და ქიმიური საშუალებების მარაგების მართვა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის კონტროლი და დაგეგმვაში მონაწილეობა;
** გუნდის წევრების მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასება და მოტივაციის ზრდაზე ზრუნვა;
** ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასტუმროებსა და/ან შენობების მოვლა-პატრონობის მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გადმოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@capital.com.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "კაპიტალ მეინთენანს"-ის მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "კაპიტალ მეინთენანს"-ის მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@capital.com.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|