Робота для біженців з України
სერვისის დანადგარების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის დანადგარების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღალი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სერვისის დანადგარების გაყიდვების დეპარტამენტში, რომელიც კომპანიის წამყვანი მიმართულებაა და აერთიანებს ისეთ პროდუქტებს როგორიცაა: ამწე, სამღებრო საშრობი, დანადგარები სათუნუქე სამუშაოებისათვის, ვულკანიზაციის აპარატურა და ა.შ, სერვისის დანადგარების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:18:00 ან 10:00-19:00
ანაზღაურება: კონკურენტული (ფიქსირებული + საბონუსე სისტემა)
სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28

ძირითადი მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მსგავსი პროფილით
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია და სერვისის დანადგარების შესახებ, მათი ტექნიკური/ფუნქციური მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა, შერჩევაში დახმარება.
** დანადგარების გაყიდვების შემდგომი პროცესის მართვა (მონტაჟისა და მიწოდების სერვისის მართვა, საგარანტიო ვადების კონტროლი)
** მარაგების მართვა და კომუნიკაცია შესაბამის დეპარტამენტთან

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე