Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- გაყიდვების მენეჯერის (ძარის, ავტომობილის ვიზუალური დეტალების მიმართულება)

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:18:00 ან 10:00-19:00
ანაზღაურება: კონკურენტული (ფიქსირებული + საბონუსე სისტემა)
სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28

ძირითადი მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მსგავსი პროფილით
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია და ნაწილის ტექნიკური/ფუნქციური მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციის გაწევა, შერჩევაში დახმარება.
** ბაზრის კვლევა და ბაზარზე არსებული მოთხოვნადი ავტოდეტალების შესახებ (ფასი, ხარისხი) ინფორმაციის მუდმივად მოძიება
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე