დასახელება:
ელექტროობისა და სუსტი დენების მთავარი ინჟინერი
|
მომწოდებელი:
იმპოსტი MEP
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"იმპოსტი MEP"— წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც მრავალი წელია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას ელექტროობისა და სუსტი დენების მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ტექნიკური მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება;
** ელექტრო ფარების ცალხაზოვანი ნახაზების შედგენა, საჭიროების შემთხვევაში;
** არსებული ელექტროობისა და სუსტი დენების პროექტის კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში;
** ელექტროობისა და სუსტი დენების მიმართულებით მუშა ნახაზების (Shop Drawings) მომზადება;
** ელექტროობისა და სუსტი დენების მიმართულებით As-Built ნახაზების მომზადება;
** საინჟინრო გათვლების წარმოება, პროექტების რევიზია და ოპტიმიზაცია;
** სამუშაოთა განფასების პროცესში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა.
** სამუშაო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და რეპორტინგი;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის, ელექტრო ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** AutoCad და AutoCad MEP პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროექტების ტექნიკური ანალიზისა და ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** თანამედროვე ელექტრო და სუსტი დენების სისტემების ტექნიკური სტანდარტების ცოდნა;
** გუნდში მუშაობისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში ჩართულობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: HR@IMPOSTI.GE და გთხოვთ Subject ველში მიუთითეთ პოზიცია: ელექტროობისა და სუსტი დენების მთავარი ინჟინერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30/09/2025.
|
|
|
|