დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სმარტ ბლოკი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
კომპანია "სმარტ ბლოკი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"სმარტ ბლოკი" არის თანამედროვე ქართული წარმოება, რომელიც სპეციალიზდება უმაღლესი ხარისხის აირბლოკის წარმოებასა და რეალიზაციაში. ჩვენი მისიაა სამშენებლო სექტორს მივაწოდოთ ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და გამძლე სამშენებლო მასალა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის (აირბლოკი, აირბლოკის დუღაბი (წებო ცემენტი) აქტიური გაყიდვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მონიტორინგი.
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გაყიდვების შესრულების მაღალი მოტივაცია.
** გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** სამშენებლო მასალების გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + 3% გაყიდვებიდან;
მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00 სთ.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ბელიაშვილის 106, ბიზნეს ცენტრი მიონი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: smartblockcompany@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
საკონტაქტო ტელეფონი: 557 06 90 09
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|