Робота для біженців з України
სხვადასხვა - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Burki Castle & Cellar
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"Burki Castle & Cellar" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. გენერალური მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს, რესტორნის, ბარისა და მარნის სრულფასოვანი მართვა და კოორდინაცია;
** სტრატეგიული და ოპერაციული გეგმების შემუშავება და განხორციელება;
** გუნდის მართვა, მოტივაცია და თანამშრომელთა ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
** ფინანსური ანგარიშგებების წარმოება და ხარჯების კონტროლი;
** სტუმრებთან კომუნიკაცია, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და კლიენტთა კმაყოფილების გაზრდა;
** პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და ადგილობრივ ინსტიტუციებთან ურთიერთობის მართვა;
** ტურისტული კომპანიების მოზიდვა, მათთან კომუნიკაციის და პარტნიორობის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა და პრობლემების დროული გადაჭრა;
** სასტუმროს რეპუტაციისა და ბრენდის გაძლიერებაზე ზრუნვა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასტუმრო/რესტორნის მართვაში);
** ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

2. მებაღე

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ეზოში არსებული მწვანე ზონისა და დეკორატიული ბაღის მოვლა-პატრონობა;
** შენობის შიგნით არსებული მცენარეულობის მოვლა, მორწყვა და დეკორატიული გაფორმების უზრუნველყოფა;
** სეზონური მცენარეების დარგვა და მათი ჯანმრთელობის კონტროლი;
** გაზონებისა და ხეების მოვლა (მოჭრა, გასხვლა, მორწყვის სისტემის კონტროლი);
** ბაღისთვის საჭირო ინვენტარისა და ტექნიკის მოვლა და უსაფრთხო გამოყენება;
** გარემოს სისუფთავისა და ესთეტიკის უზრუნველყოფა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მცენარეების მოვლისა და დეკორატიული ბაღის საფუძვლების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ფიზიკური გამძლეობა და ველური/დეკორატიული მცენარეულობის მიმართ ინტერესი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

3. მიმტანი

სამუშაო ადგილი: ქინძმარაულის ტერიტორია, ყვარელი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს სტუმრებისთვის დილით საუზმეზე შვედური მაგიდის გაშლა და მომსახურება (დილის ცვლაში ყოფნის შემთხვევაში)

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

4. რეგისტრატურის სუპერვაიზერი

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დატრენინგება;
** გრაფიკის შედგენა რეგისტრატურის დეპარტამენტში
** ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
** ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
** გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ.

საჭირო უნარები:

** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური ენის ცოდნა
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

5. რეგისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
** ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
** გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური ენის ცოდნა
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

6. დიასახლისი (სასტუმრო/რესტორანი)

უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დავალებების ხარისხიანად შესრულების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** დალაგება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით
** ოთახებში ყველა საჭირო ნივთების სასტუმროს წესების მიხედვით განთავსება
** ობიექტის სისუფთავეზე და წესრიგზე ზრუნვა
** დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** დალაგებისთვის საჭირო ინვენტარის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა და დაზიანების შემთხვევაში დროული რეაგირება

7. დაცვის თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ჩაატაროს ტერიტორიის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
** იხელმძღვანელოს დანერგილი უსაფრთხოების პროტოკოლების და საგანგებო პროცედურების მიხედვით;
** უზრუნველყოს თანამშრომლების/ვიზიტორების მიერ შიდა წესების დაცვა და იზრუნოს მომხმარებლებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
** მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
** მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა;
** იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

8. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის გახსნა და დახურვა, აუცილებელი პროდუქტებით მომარაგება;
** სასმელების ინგრედიენტების ცოდნა და მისი მომზადების წესი;
** შეკვეთის სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** მენიუში არსებული პროდუქტების, სასმელების ჩამონათვალის ზედმიწევნით ცოდნა;
** ბარმენის სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინვენტარიზაციის ჩატარების უნარი;
** სასმელების ასორტიმენტის ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kkvarelashvili@gmail.com. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ან დაგვიკავშირდით +995 558 70 00 77.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ბურკის ციხე მარანმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე