Робота для біженців з України
შიდა საწარმოო კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა საწარმოო კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: GM Pharma
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
GM PHARMA (GM Pharmaceuticals LTD) წარმოადგენს 25-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA 2017 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პირველობას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

ვამაყობთ 650-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).

GM PHARMA აცხადებს ვაკანსიას შიდა საწარმოო კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე (Quality Assurance Control Specialist) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ცვლიანი განრიგი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამსახურს;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი პროცედურების შესაბამისად, საწარმოო პროცესების მიმდინარეობის კონტროლი;
** შიდასაწარმოო კონტროლის ტესტების ჩატარება შესაბამის ხელსაწყოებზე;
** ტესტირების პროცესში მიღებული ტექნოლოგიური პარამეტრების მონაცემების შესაბამისობის მონიტორინგი სპეციფიცირებულ მაჩვენებლებთან და დოკუმენტირება;
** საწარმოო დოკუმენტაციის, ჟურნალების/ფორმების შევსება, შევსებული ფორმების სისწორისა და სისრულის შემოწმება და კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით.

საჭირო განათლება და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი სამედიცინო (ფარმაცევტული) განათლება;
** ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო (მაგ. "კარგი წარმოების პრაქტიკა") და თანამდებობასთან შესაბამისი, ადგილობრივი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** GMP მოთხოვნების ფარმაცევტულ საწარმოში ან ხარისხის მართვის სისტემაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია).
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** თვითგანვითარების სურვილი და სიახლეების ათვისების უნარი;
** ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დისციპლინირებულობა, მოწესრიგებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალების მიმართ ყურადღების უნარი;
** განსხვავებული აზრის მოსმენისა და მიმღებლობის უნარი
** პრობლემაზე გონივრული რეაგირებისა და გადაწყეტილების მიღების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა და გთხოვთ, წერილის საგნის ველში (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე