Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ტუზმოტორსი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
LLC Tuzmotors აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ფიქსირებული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი ზარების მართვა, მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** პროდუქციის და სერვისების შეთავაზება და გაყიდვების განხორციელება;
** შეკვეთების დამუშავება და ბაზაში კორექტული ინფორმაციის შეყვანა;
** არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი კლიენტების მოძიება;
** გაყიდვების გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
** კომუნიკაბელურობა, დარწმუნების უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ეფექტურად ორგანიზების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული უნარები (MS Office, CRM პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანიაში მოქმედებს პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy.tuzmotors@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების ოპერატორი".

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 1 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე