Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: გზაჯვარედინი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"გზაჯვარედინი" უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობის ძირითად სპეციფიკას წარმოადგენს: საგზაო ნიშნების, საყრდენი კონსტრუქციების, შუქნიშნების, საპარკინგე ადგილებისა და გვირაბების მართვის ავტომატური სისტემების, ლითონის თვალამრიდების წარმოების, მონტაჟისა და მონიშვნის სამუშაოები.

ვაკანსიის დასახელება: დაცვის თანამშრომელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 122
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი (სამ დღეში ერთხელ)
სახელფასო განაკვეთი: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ტერიტორიაზე არსებულო ოფისის, ყველა სასაწყობე სივრცისა და ტერიტორიების მონიტორინგი და შემოწმება ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** კონფლიქტური სიტუაციებისა და ინციდენტების აღკვეთა, პრობლემურ სიტუაციებთან გამკლავება საჭიროების მიხედვით;
** საწარმოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტების აღწერა და ცვლისთვის გადაბარება;
** საჭიროების შემთხვევაში ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება;
** საწარმოს ტერიტორიის შემოვლა, კარების შემოწმება დილის და ღამის საათებში - ჩაკეტვა/გაღება, შლაგბაუმის კონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (PSP);
** ულიმიტო სასაუბროს;
** განვითარებისა და დაწინაურების საშუალებას;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@crossroad.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დაცვის თანამშრომელი" ან დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე: 591352255

შპს "გზაჯვარედინი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "გზაჯვარედინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.

ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გზაჯვარედინი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე