Робота для біженців з України
ფიზიკური მედიცინის რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური მედიცინის რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმი
მომწოდებელი: ცენტრი ექიმი ბუბნოვსკი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური მედიცინის რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმი-სპეციალისტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
ფორმატი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ინდივიდუალურად განხილვადი

მოვალეობები:

** პაციენტების კონსულტაცია და ანამნეზის შეგროვება
** ბალნეოლოგიური, ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო პროცედურების დანიშვნა
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** მკურნალობის კურსის მონიტორინგი და კორექცია საჭიროებისამებრ
** გუნდის სხვა ექიმებთან კოორდინირებული მუშაობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მოქმედი სერტიფიკატი ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციასა და კურორტოლოგიის დარგში
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1-2 წლისა
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე

რას გთავაზობთ:

** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
** კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება

როგორ მოგვწეროთ?

გააგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: simmetria.hr.ge@gmail.com

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე