დასახელება:
ადმინისტრატორი სამედიცინო ცენტრში
|
მომწოდებელი:
Symmetria
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
შეუერთდი ჩვენ გუნდს — ჩვენ ვეძებთ ადმინისტრატორს!
ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: 5/2 ან 3/3
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
"Symmetria" ეხმარება ადამიანებს დაუბრუნდნენ სრულფასოვან ცხოვრებას. უკვე 10 წელზე მეტია ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით და ვზრუნავთ ჩვენს პაციენტებზე — ყურადღებით, გულისხმიერად და პროფესიონალურად.
ვინ არის ჩვენთვის იდეალური კანდიდატი?
** თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული;
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება;
** გაქვს მინიმალური გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან მზად ხარ ისწავლო სწრაფად;
** ფლობ კომპიუტერულ პროგრამებს (Excel, Google Sheets; AmoCRM — პლუსია);
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია ქართულად, სასურველია რუსულად ან ინგლისურადაც.
შენი ამოცანები იქნება:
** პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და ჩაწერა;
** ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებლების ინფორმირება;
** სოციალურ ქსელებში შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირება;
** სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა;
** საორგანიზაციო საკითხების მართვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ჩვენი პროცედურებისა და კურსების პრეზენტაცია შეთავაზება პაციენტებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** კომფორტულ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
** პროფესიული ზრდის პერსპექტივას — ადმინისტრატორიდან მენეჯერობამდე;
** ტრენინგებს და მხარდაჭერას განვითარებისთვის;
** ფიქსირებულ ხელფასს (1000 ლარს) + ბონუსს გაყიდვებიდან (200-1000 ლარამდე).
გააგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: simmetria.hr.ge@gmail.com
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!
|
|
|
|