Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი და კომუნიკატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი და კომუნიკატორი
მომწოდებელი: A Logistics Company
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"A Logistics Company" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერი და კომუნიკატორის თანამდებობაზე.

დაქვემდებარება: ადმინისტრაციული მენეჯერი
დაქვემდებარებული პერსონალი: დასუფთავების თანამშრომლები

სამუშაოს აღწერილობა: საოფისე საქმიანობის წარმართვა, მარაგების კონტროლი და კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი, ქსნის ქუჩა 36
** სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის განხორციელება;
** ყოველთვიური საიჯარო ინვოისების გაგზავნა;
** კომპანიის დოკუმენტაციისა და არქივის მართვა;
** კანცელარიის, ინვენტარის, საოფისე მარაგებისა და სხვა შერჩევა/შესყიდვა;
** კომპანიის კუთვნილი რესურსის/მარაგების აღწერა-კონტროლი;
** შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება;
** სისუფთავის კონტროლი და დასუფთავების გუნდის მართვა;
** არსებულ და პოტენციურ მოიჯარეებთან კომუნიკაციის მართვა და ფართების მიღება-ჩაბარების, ან დაბრუნება-მიღების პროცესის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

სასურველი: მომსახურების სექტორში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად იხილეთ: https://www.facebook.com/Alogisticscompany

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@ware-house.ge. შეტყობინების "subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ოფის მენეჯერი და კომუნიკატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე