Робота для біженців з України
სასაწყობე პროგრამის WMS Systems ადმინისტრატორი/სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობე პროგრამის WMS Systems ადმინისტრატორი/სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე პროგრამის (wms systems) ადმინისტრატორ/სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სასაწყობე პროგრამის (wms systems) მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
** სასურველია MS Excel ცოდნა

მოვალეობები:

** პროდუქტის, ლოკაციის, ინვენტარის და სხვა მონაცემების განახლება;
** მონაცემთა სიზუსტის კონტროლი და ანალიზი;
** ავტომატიზებული პროცესების მონიტორინგი;
** პროცესების შესრულების მონიტორინგი და სისტემის განახლებული მონაცემების ანალიზი;
** სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, რეპორტების მომზადება და წარდგენა

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია სამუშაო გამოცდილებაზე;
** სხვა ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო კავშირის ულიმიტო პაკეტი

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: HR@megako.ge 2025 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სასაწყობე პროგრამის (wms systems) ადმინისტრატორ/სპეციალისტი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, რეზიუმე კომპანიაში ინახება ვაკანსიის ამოწურვამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე