Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Hotel Indigo
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"Hotel Indigo Batumi Old Town" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის ასისტენტის (GM Assistant) პოზიციაზე.

ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული Hotel Indigo Batumi Old Town უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს.

თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში - ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** გენერალური მენეჯერის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საოფისე და ოპერაციული პროცესების კოორდინაცია;
** Front Office-ის მიმართულებით ჩართულობა და სტუმრების გამოცდილებაზე ზრუნვა;
** Opera PMS სისტემაში მუშაობა (ჯავშნების მართვა, ანგარიშგებების მომზადება, სტუმართა მონაცემების მართვა);
** დეპარტამენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ოპერატიული საკითხების დროული გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმრო სფეროში მინიმუმ 2 გამოცდილება (სასურველია Front Office-ში);
** Opera PMS სისტემის ცოდნა სავალდებულოა;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@indigobatumi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე