დასახელება:
შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ჯევერს ქონსთრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3. / ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. 50
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 5 სამუშაო დღე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიზნებთან შესაბამისი შესყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** მომწოდებლებთან და გადამზიდ კომპანიებთან მოლაპარაკების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესყიდვის პროცესების მართვა;
** მომწოდებლისგან მიღებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** შესყიდვების ბიუჯეტის კონტროლი შეკვეთების პროგნოზირების მენეჯმენტი, შესრულების დროის კონტროლი და ხარჯთეფექტურობის უზრუნველყოფა;
** წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** შესყიდვების პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა შიდა პოლიტიკებთან და სამართლებრივ მოთხოვნებთან;
** შესყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელობა, განვითარება და მონიტორინგი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი, პროგრამაში ასახვა;
** კომპანიის მიერ შესასყიდი პროდუქციის / მასალების / ტექნიკისა და ინვენტარის განსაზღვრა, მათი მახასიათებლებისა და შესყიდვის სხვა პირობების დადგენა, ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმება და შესყიდვის პროცესის სრულად ორგანიზება;
** მომწოდებლებისა და კონტრაქტორების შერჩევა, მათთან ურთიერთობის დამყარება, მოლაპარაკებების პროცესის მართვა და დაკონტრაქტების პროცესის ორგანიზება.
** შესასყიდი საქონლის, სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და ინვენტარის შეკვეთა, შეძენა, ვადების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის შექმნის ზედამხედველობა და კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობა, საბაჟო ოპერაციების განხორციელების პროცესის ზედამხედველობა. საბაჟო ორგანოსთან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმართვას.
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში გამართული ლოჯისტიკური ჯაჭვის შეუფერხებლად წარმართვის პროცესის მართვა;
** რეპორტინგის წარმოება;
** ERP სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კონფიდენციალურობის დაცვა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "ჯევერს ქონსთრაქშენში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
|
|
|
|