Робота для біженців з України
ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 სექტემბერი
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
** სამუშაო განრიგი: სრული (10:00-18:00 საათი ან 09:00-17:00 საათი)
** შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე (ხელზე ასაღები).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, ბტუ-ს ტერიტორიაზე მყოფი პირების სამედიცინო მომსახურების გაწევა, პირველადი დახმარება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ინვენტარისა და სამკურნალო საშუალებების შეძენის ინიცირება, სამკურნალო საშუალებების ვადიანობის კონტროლი;
** ბტუ-ს ტერიტორიაზე სტუდენტების, პერსონალისა და სხვა პირთათვის პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაციის დოკუმენტირება, მათ შორის ინციდენტების ჟურნალის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ბტუ-ში უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს არსებობაზე ზედამხედველობის პროცესში მონაწილეობა;
** ბტუ-ში უსაფრთხო სამუშაო და სასწავლო გარემოს, აუცილებელი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების და სხვა პირობების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის/პირთათვის ადეკვატური გარემოს შექმნის პროცესში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში საჭიროებათა იდენტიფიცირება;
** სხვა ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირთა სამედიცინო მომსახურებასთან, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

პერსონალის შერჩევის ეტაპებია:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 16 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge

შენიშვნა:

- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
- პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე