Робота для біженців з України
ფასთა კვლევა საბავშვო ბაღ. განმავითარებელი წიგნების შეძენაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფასთა კვლევა საბავშვო ბაღ. განმავითარებელი წიგნების შეძენაზე
მომწოდებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 663088_Caritas_Czech_Republic___Price_Research___Books_1713213.zip
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/
https://georgia.charita.cz/

უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" (CCRG), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ადრეული განვითარებისა და ინკლუზიური განათლების სერვისების გაუმჯობესება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის საქართველოში", რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია წინამდებარე შესყიდვის განხორციელება.

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნულ ფასთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.

შესასყიდი წიგნების ჩამონათვალი მოცემულია წინამდებარე განცხადების შესაბამის დანართში.

ფასთა კვლევა საბავშვო ბაღებისათვის განმავითარებელი წიგნების შესყიდვაზე

განმცხადებლის მიერ შესავსები და წარმოსადგენი ფორმა: დანართი 1. შემოთავაზება.
დამატებითი/გასაცნობი დოკუმენტაცია: დანართი 2: შესასყიდი წიგნების ჩამონათვალი.

პროდუქციის მიწოდების ადგილები: თბილისი, ჭიათურა, გარდაბანი, რუსთავი, დუშეთი, ნატახტარი

პროდუქციის მოწოდების ვადა: 2025 წლის 25 ოქტომბერი

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - "ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება" და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები.

შემოთავაზება - სავალდებულო/წარმოსადგენი დოკუმენტი: დანართი 1 /შემოთავაზება (ექსელისა და PDF ფორმატში (შევსებული და ხელმოწერილი ბეჭდით)).

შენიშვნა: განაცხადები მიიღება, როგორც მთლიან პროდუქციაზე, ასევე ცალკეულ პოზიციებზე.

შემოთავაზების მიღების ვადა და შერჩევის პროცედურა:

შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 სექტემბერი, 18:00 საათი (საქართველოს დროით).

შემოთავაზება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

გთხოვთ, ველში "თემა" (SUBJECT) მიუთითოთ: "GE64 - ფასთა კვლევა საბავშვო ბაღებისათვის განმავითარებელი წიგნების შესყიდვაზე".

შენიშვნა:

** CCRG არ პასუხობს სატელეფონო ზარებს.
** CCRG იტოვებს უფლებას, ფასთა კვლევის პროცესის დასრულების შემდგომ, შემოსული შემოთავაზებების განხილვის პროცესში, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე, დააკორექტიროს პროდუქციის ჩამონათვალი და რაოდენობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე