Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორი
მომწოდებელი: ყოჩაღები
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
მომმარაგებელი კომპანია "ყოჩაღები" დაარსდა 2018 წლის 30 აგვისტოს. კომპანია ამარაგებს ორგანიზაციებს საკანცელარიო, ქიმია-ჰიგიენის სრული ასორტიმენტით, ყავა-ჩაი, შაქარი, კომპიუტერული აქსესუარებით, აგრეთვე ოფისის გამართული ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო პროდუქციით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე-ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა BALNACE-ში მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება;
** ყოველდღიურად მოახდინოს მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, მომწოდებლის და მიღების საწყობების მიხედვით;
** სასაქონლო-ზედნადებების და ა/ფ გამოწერა;
** სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გაკეთება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე

ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე
** დასვენება: შაბათ-კვირა
** მდებარეობა: თბილისი
** ანაზღაურება: 1400 ლარი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: Info@kochagebi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557148787
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე