Робота для біженців з України
ინვენტარიზაციის სპეციალისტი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა, სოფ. წეროვანი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული 9:30- 18:00 ორშაბათი-შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურება: 1100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე).
** ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია (მეტრო-სადგური სარაჯიშვილიდან).

მოვალეობები:

** სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები);
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ახალი პროდუქციისთვის შტრიხკოდების მინიჭება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; (სავაჭრო სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად)
** აღრიცხვის პროგრამა "FINA" -ში;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy1@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე