Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: MEGAHAND
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
პრემიუმ ხარისხის მეორადი ტანსაცმლის უდიდესი ქსელი საქართველოში "Megahand" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (კიდობანი, ვარკეთილი)
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება 2 დღე, ცვლიანი სამუშაო განრიგი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** მომხმარებელთა მომსახურება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით;
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება და ბუღალტრისთვის მიწოდება;
** ყოველი დღის ბოლოს სალაროს დახურვა, დღიური შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მომზადება და ბუღალტრისათვის და/ან მაღაზიის მმართველისთვის გადაცემა;
** მომხმარებლისთვის ანგარიშ-ფაქტურის და სასაქონლო ზედნადების გამოწერა, გადარიცხვის ინვოისებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველის უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancymegahand@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 1 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე