დასახელება:
შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Argos Consulting
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"Argos Consulting" (https://www.argos.ge/) აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.
სასურველია სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები, რომელთაც სურვილი აქვს განვითარდნენ ჰორეკას სექტორში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200-2000 ლარი კვალიფიკაციის მიხედვით
დასაქმებული უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ სასტუმროებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, რისკების იდენტიფიკაციასა და მართვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** MS Office-ის, Word, Excel, Powerpoint სრულყოფილად ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების დოკუმენტაციის წარმოება;
** ობიექტის მენეჯმენტის ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შინაგანაწესების შესაბამისად წარმოების შესახებ;
** ობიექტის მენეჯმენტის მიერ შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის სწორედ წარმოების კონტროლი/მონიტორინგი;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების შესახებ დოკუმენტაციის წარმოება;
** წარმოებული დოკუმენტაციის დაფაილება, შენახვა, დაარქივება და შენახვისა და განახლების ვადების კონტროლი;
** რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის კონტროლის მიზნით;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
** რეპორტინგის წარმოება შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ აპლიკაცია ელფოსტაზე: info@argos.ge
სათაურში მიუთითეთ: "ადმინისტრაციული ასისტენტი"
თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "Argos Consulting".
გაცნობებთ, რომ "Argos Consulting"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
|
|
|
|