დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Tesen Group
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group"-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Construction", "Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
"Tesen Group" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სახელფასო რეინჯი: 1500-2000 ლარი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვაში ჩართულობა
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, ჩამოწერის აქტების) აღრიცხვა და კონტროლი
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა და სიზუსტის კონტროლი
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|