Робота для біженців з України
ვიზუალ–მერჩენდაიზერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიზუალ–მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ვიზუალ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე ზუგდიდში.
გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში კოლექციის ვიზუალურად სწორად წარმოჩენა;
** თანამედროვე მოდის სტანდარტების შესაბამისად მანეკენების და კედლების წარმოჩენა;
** მაღაზიაში ვიზუალური იერსახის ყოველდღიური განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ნავნემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მონაცემების შენახვის მიზანია, რომ დამსაქმებელმა განიხილოს თქვენი კანდიდატურა როგორც მიმდინარე ვაკანსიაზე, ასევე მომავალში გამოქვეყნებულ პოზიციებზე და შეგეხმიანოთ შესაბამის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@navne.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე