დასახელება:
მითერი - პორშე
|
მომწოდებელი:
თეგეტა ქარსი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" პორშე ცენტრი თბილისის სახით აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** შემოსულ მომხმარებელთან დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სწორი გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ყავა/ჩაი შეთავაზება;
** მომხმარებლის ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე აქციებისა და სიახლეების შესახებ;
** შოურუმის და სერვის ლაუნჯის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან დროული დაკავშირება;
** პორშეს აქსესუარების შეკვეთა/შეთავაზება და გაყიდვა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მაშინ,
ჩვენ შენ გეძებთ.
"თეგეტაში" დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თანამშრომლობას განვიხილავთ როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.
განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: მითერი-პორშე ცენტრი თბილისი - TEGETA CARS
"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|