დასახელება:
თურქულენოვანი თამაშის წარმდგენი
|
მომწოდებელი:
Evolution
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
თურქულ ენოვანი თამაშის წარმდგენი
შემოუერთდი "ევოლუშენს" — საერთაშორისო ლიდერს ლაივ თამაშების წარმოებაში!
ვინ ვართ ჩვენ?
ევოლუშენ საქართველო, შვედური საერთაშორისო კომპანია, ევოლუშენის ჯგუფის წევრია, რომელიც 2006 წელს დაარსდა და ბიზნეს კლიენტებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ლოკაციაზე ემსახურება.
საქართველოში ჩვენი სტუდია 2018 წელს გაიხსნა და ამჟამად ევოლუშენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდიაა, რომელიც "ონლაინ" სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება.
ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელი თბილისში და ახალგაზრდებს ვთავაზობთ დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში, ყოველგვარი სამუშაო გამოცდილების გარეშე.
სამუშაოს აღწერა
თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა, გსურს სწავლისა და მუშაობის შეთავსება და ასევე საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღება _ მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.
თურქულენოვანი თამაშის წამყვანის პოზიციაზე თქვენი მთავარი ამოცანა იქნება:
** კამერის წინ თამაშის წაყვანა და კომუნიკაცია თურქულ ენაზე
** კამერასთან ბუნებრივი, დამაჯერებელი და პოზიტიური ქცევა
** თამაშის პროცესის ზუსტად წარმართვა და კონტროლი
** მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და პროფესიონალური კომუნიკაცია
გამოცდილება არ არის საჭირო!
ყველაფერს გასწავლით ჩვენს აკადემიაში — ტრენინგის პერიოდი ანაზღაურებადია!
რას ველით შენგან:
** თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას (B1 დონე)
** პოზიტიურ დამოკიდებულებას, რომელიც გუნდისთვის გადამდები იქნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას
** სრულწლოვნებას (18 წლის), როგორც შენი პირველი სამუშაო გამოცდილების დასაწყებად.
შეთავაზება და ბენეფიტები:
** ანაზღაურება: 912 ლარიდან 1780 ლარამდე + ბონუსები (საათობრივი ანაზღაურება იზრდება დასაქმების დაწყებიდან 6 და 18 თვის შემდეგ)
** ჯანმრთელობის დაზღვევა_საუკეთესო პირობებით, კომპანიის მხრიდან სრული დაფარვით
** იოგას კლასი და სპორტდარბაზი _ სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის ჰარმონიული ბალანსისთვის.
** FitPass — კორპორაციული შეთავაზება
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი _ რომელიც ერგება თქვენს ყოველდღიურობას
** სტიპენდიის მოპოვების შანსი _ ჩვენი სტუდენტი თანამშრომლებისთვის.
** საერთაშორისო გარემო _ სადაც შეგიძლია განივითარო საკომუნიკაციო უნარები და მოიპოვო პრაქტიკული გამოცდილება.
შემოგვიერთდი
|
|
|
|