Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი
მომწოდებელი: Evolution
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი (Game Presenter)

შემოუერთდი ევოლუშენს — საერთაშორისო ლიდერს ლაივ თამაშების წარმოებაში!
ვინ ვართ ჩვენ?

ევოლუშენ საქართველო, შვედური საერთაშორისო კომპანია, ევოლუშენის ჯგუფის წევრია, რომელიც 2006 წელს დაარსდა და ბიზნეს კლიენტებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ლოკაციაზე ემსახურება.

საქართველოში ჩვენი სტუდია 2018 წელს გაიხსნა და ამჟამად ევოლუშენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდიაა, რომელიც "ონლაინ" სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება.

ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელი ვართ ქვეყანაში და ქართველ ახალგაზრდებს ვთავაზობთ დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში, ყოველგვარი სამუშაო გამოცდილების გარეშე.

სამუშაოს აღწერა:

თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა, გსურს სწავლისა და მუშაობის შეთავსება და ასევე საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღება _ მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.

ინგლისურენოვანი თამაშის წამყვანის (Game Presenter) პოზიციაზე თქვენი მთავარი ამოცანა იქნება:

** კამერის წინ თამაშის წაყვანა და კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე
** კამერასთან ბუნებრივი, დამაჯერებელი და პოზიტიური ქცევა
** თამაშის პროცესის ზუსტად წარმართვა და კონტროლი
** მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და პროფესიონალური კომუნიკაცია

გამოცდილება არ არის საჭირო!
ყველაფერს გასწავლით ჩვენს აკადემიაში — სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია!

რას ველით შენგან:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას (B1 დონე)
** პოზიტიურ დამოკიდებულებას, რომელიც გუნდისთვის გადამდები იქნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას
** სრულწლოვნებას (18 წლის), როგორც შენი პირველი სამუშაო გამოცდილების დასაწყებად.

შეთავაზება და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: 912 ლარიდან 1780 ლარამდე + ბონუსები (საათობრივი ანაზღაურება იზრდება დასაქმების დაწყებიდან 6 და 18 თვის შემდეგ)
** ჯანმრთელობის დაზღვევა საუკეთესო პირობებით, კომპანიის მხრიდან სრული დაფარვით
** იოგას კლასი და სპორტდარბაზი - სამუშაოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის პარმონიული ბალანსისთვის.
** FitPass — კორპორატიული შეთავაზება
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - რომელიც ერგება თქვენს ყოველდღიურობას
** სტიპენდიის მოპოვების შანსი - ჩვენი სტუდენტი თანამშრომლებისთვის.
** საერთაშორისო გარემო - სადაც შეგიძლია განივითარო საკომუნიკაციო უნარები და მოიპოვო პრაქტიკული გამოცდილება.

შემოგვიერთდი!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე