დასახელება:
ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს საწარმოს ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში
როლის მიზანი:
** ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სისტემების ტექნიკური მომსახურების მართვა წლიური ციკლის მიხედვით - დოკუმენტაციის ორგანიზება, გეგმების შემუშავება, სამუშაოების შესრულება.
** სათადარიგო ნაწილების მართვა: სწრაფი შეკვეთები, უსაფრთხო შენახვა, სწორი ჩამოწერა. მესამე მხარის მომსახურების უზრუნველყოფა შენობებისა და კომუნალური სისტემების აღჭურვილობისთვის.
** ტექნიკური მომსახურების ხარჯების კონტროლი ხარჯების შემცირების მიმართულებით.
** ტექნიკური პერსონალის ტრენინგების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ინფრასტრუქტურის, კომუნალური სისტემების ტექნიკური მომსახურების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების ხარჯების კონტროლი, მართვა და შემცირების უზრუნველყოფა
** გარე კომპანიებისა და ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესრულებული მომსახურების ხარისხის კონტროლი
** გუნდის ხელმძღვანელობა (შემდუღებელი, სანტექნიკოსი, სათადარიგო ნაწილების საწყობის კოორდინატორი)
** სათადარიგო ნაწილების მართვისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა, მათ შორის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები
** შესაბამისი მოწყობილობების გაჩერების მიზეზების ანალიზი და ყველა საჭირო კორექტული და პრევენციული ღონისძიების განხორციელება
** გუნდის განვითარებაზე ზრუნვა და ტექნიკური პერსონალის პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების ამაღლება
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით; დამატებითი ტექნიკური/საინჟინრო სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
** 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური, ენერგეტიკული მიმართულებით კვების მრეწველობაში ან მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში
** პრაქტიკული გამოცდილება კომუნალური სისტემების აღჭურვილობის მონტაჟსა და ექსპლუატაციაში, ასევე ძირითადი პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა სასურსათო მრეწველობასა და ენერგეტიკაში
** სახელმწიფო სტანდარტების, ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა ენერგეტიკის, მეტროლოგიის, სამრეწველო და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში
** MS Office-ის ცოდნა; AutoCad, 1C - სასურველია
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B2 დონეზე
** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები
** პროექტების მართვის უნარი
** ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარება საერთაშორისო ორგანიზაციაში
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი (ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი)
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|