დასახელება:
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა), 40 სთ/კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა;
** პოზიტიური შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის შექმნა ცნობიერების გაზრდისა და სწორი კომუნიკაციის გზით;
** აქტიური მონაწილეობა შრომის უსაფრთხოების შესახებ ანგარიშების მომზადებასა და შესაბამის სისტემაში კონსოლიდაციაში ლოგისტიკისა და გაყიდვების მიმართულებებით;
** საწარმოო შემთხვევების შესახებ ანგარიშისა და შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის, ადგილობრივი ნორმატივებისა და საწარმოო სტანდარტების შემუშავებაში, დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობა;
** წარმოების პერსონალის (ხელმძღვანელების, სპეციალისტებისა და დამხმარე პერსონალის) სასწავლო პროგრამების ორგანიზება;
** კონტრაქტორი კომპანიების პერსონალის გეგმური და ოპერატიული კოორდინაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებში, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება და არსებული მოთხოვნების, სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** უბედური შემთხვევებისა და საწარმოო ტრავმების მიზეზების ანალიზი;
** სამუშაოთა სრულყოფისთვის, სწავლებისა და მეთოდური დახმარებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტენდენციების/საკითხების მონიტორინგი; კანონმდებლობაში, გლობალურ პოლიტიკაში და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება;
** 1+ სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სასურველია წარმოების სფეროში;
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საბაზისო ცოდნა;
** პრაქტიკული გამოცდილება სამუშაო ინსტრუქციების შექმნასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობაში;
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური B2 დონეზე;
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი, წერითი).
რას გთავაზობთ?
** პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა "პეპსიკოს" პროფესიონალთა გუნდთან ერთად;
** კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი;
** "პეპსიკოს" უნიკალური სასწავლო პროგრამებსა და რესურსებთან წვდომა;
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი).
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 28 სექტემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|