Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვიჯეტი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
"Wejet" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს.

ჩვენი სერვისით სარგებლობენ როგორც ონლაინ მაღაზიები და საცალო ქსელები, ისე მსხვილი კორპორატიული იმპორტიორები.

თქვენი როლი:

ჩვენ ვეძებთ კორპორატიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს "Wejet"-ის კორპორატიულ სეგმენტს — მოიზიდავს ახალ B2B კლიენტებს და შექმნის მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას.

პასუხისმგებლობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნეს-შეთავაზებების მომზადება
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა (ზარი → შეხვედრა → შეთავაზება → კონტრაქტი)
** არსებული კლიენტების მოვლა და განვითარება
** გაყიდვების გეგმების შესრულება და KPI-ების მიღწევა
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი

მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების გამოცდილება მინ. 2 წელი
** მოლაპარაკების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები
** ლოგისტიკის ან საბითუმო ვაჭრობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული პიროვნება
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული კონკურენტული ხელფასი (2, 500-3, 000 ლარი) + ბონუსები შესრულებული შედეგების მიხედვით
** კარიერული ზრდის პერსპექტივა სწრაფად მზარდ კომპანიაში
** დინამიური და პროფესიონალი გუნდი
** კორპორატიული ტრენინგები და განვითარება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: Info@wejet.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე