Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: გრინვეი ლოჯისტიკ
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
შპს "გრინვეი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მთავარი ფუნქცია მოვალეობები:

** ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის;
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და ცვლილებებთან კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** ყოველდღიური შემოსავალ /გასავლის გატარება,
** აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა პროცესებში (ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ა.შ.) ჩართულობა;
** დაქვემდებარებული კადრების სამუშაო პროცესში ჩართულობა, კონტროლი
** საგადასახადო ანგარიშგების მომზადება
** საბანკო და საგადასახადო ოპერაციების კონტროლი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამა "ორის" ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ბალანსში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-დან 18:00-მდე.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancygwl@gmail.com.

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე