Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: Scope
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კრეატიულ სააგენტო "Scope"-ში ღია გვაქვს ექაუნთ მენეჯერის პოზიცია და ვეძებთ სხარტ შედეგებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება სქოუფის მეგობრულ და დინამიურ გუნდს.

თუ ფიქრობ რომ კარგად გამოგდის:

** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინირება
** ⁠კონტენტ კალენდარის შექმნა და პროცესების სრული მართვა
** ⁠⁠ახალი პროექტების სრულფასოვნად გადაბარება და მართვა
** ⁠გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია და თასქების მენეჯმენტი
** ⁠⁠შედეგების მონიტორინგი და რეპორტინგი
** ⁠დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია და დროული რეაგირება
** ⁠საჭიროების შემთხვევაში გადაღებების და შეხვედრების ორგანიზება

სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი
გრაფიკი: 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
საწყისი ანაზღაურება: 2000 Gel (NET)

გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ ფიქსირებული ანაზღაურება გაიზრდება 2500 Gel-მდე

"Scope"-ში დაგხვდებათ:

** ⁠განვითარებაზე ორიენტირებულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეში მუშაობის გამოცდილება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

გაგვიზიარე შენი რეზიუმე აქ: hr@scope.ge სათაურის ველში კი მიუთითე პოზიციის დასახელება.

გელოდებით და გისურვებთ წარმატებას, Scope-ის გუნდი!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე