Робота для біженців з України
ელექტრიკოსი - ქუთაისი, კოპიტნარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. ქუთაისი/კოპიტნარი;
გრაფიკი - შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოში წარმოდგენილი ყველა მანქანა-დანადგარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტროუსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების მკაცრი დაცვა;
** არსებული ელექტრო სისტემების და აღჭურვილობის პერიოდული შემოწმება;
** დაზიანებების დიაგნოსტიკა;
** საკაბელო სისტემების მონტაჟი და შეკეთება;
** პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** ელექტროტექნიკური აღჭურვილობის პარამეტრების მონიტორინგი სპეციალური ხელსაწყოებით;
** ტექნიკური პროცედურების დაცვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** წყლის და ჰაერის სისტემების ცოდნა;
** ავარიული სიტუაციების დროს სწრაფი და ეფექტური რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის ან შესაბამის სფეროში;
** ელექტრიკოსის საკვალიფიკაციო მოწმობა;
** მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577 981 194. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ელექტრიკოსი"-ს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტ"მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე