დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
დეტრა ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
"დეტრა ჯგუფი" 2018 წლიდან ოფიციალურად ოპერირებს ბაზარზე და გთავაზობთ სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო, MEP (წყალმომარაგება, ხანძარქრობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, ელექტრობა) პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული მომსახურებით უზრუნველყოფას.
ვაცხადებთ ვაკანსიას, სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ.
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-16:00 სთ. შაბათი 09:00-14:00 სთ.)
ანაზღაურება: 2000 ლარი NET-დან (გამოცდილების შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის, მენეჯერთან ერთად გავლა, მათ შორის ობიექტის ნახაზების, BOQ-ს, გეგმა-გრაფიკის მიღება, პარალელურად მიმდინარე გეგმა-გრაფიკებისა და სამუშაოების გაცნობა;
** საინჟინრო გეგმისა და სამუშაოების თანმიმდევრობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სამონტაჟო-აგრეგატის/მასალის ინსტალაციის პრინციპებზე ინფორმაციის მიღების შემდეგ ინფორმაციის გადამოწმება პროექტში.
** პროექტის დოკუმენტაციის, გეგმების, ნახაზებისა და სპეციფიკაციების განხილვა და სათანადო ქმედება, ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დასაცავად;
** ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების გაცნობა, მათი მონიტორინგი/ზედამხედველობა, მითითებებისა და დავალებების მიცემა/გადანაწილება;
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა/მონიტორინგი/ინსტუქტაჟის მიღება და საჭიროების შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ინფორმირება;
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი/კონტროლი;
** დასწრების ტაბელის წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების პროექტ მენეჯერთან შესაბამისი ფორმით, მეილის მეშვეობით მიწოდება;
** დაგეგმილი პროცესების მიხედვით შეკვეთის განთავსება/დაფიქსირება;
** მოთხოვნილი შეკვეთისა ან გამოგზავნილი მასალისა და სახელის სისწორის გადამოწმება/მითვლა და დადასტურება, მათ შორის შესყიდვების დეპარტამენტისთვის ზედნადების მოთხოვნა;
** ნებისმიერი პოტენციური რისკის ან პრობლემის დადგომის შემთხვევაში, დროული იდენტიფიცირება, აღმოფხვრა ან/და პროექტების მენეჯერთან და ხელმძღვანელთან დაფიქსირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** საინჟინრო ნახაზების კითხვა;
** Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
** განვითარების შესაძლებლობას;
** თითოეულ თანამშრომელზე მორგებულ და საჭირო პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@detra.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამუშაოთა მწარმოებელი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანია "დეტრაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია დეტრას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|