Робота для біженців з України
სასტუმროს ტექნიკოსი/სამეურნეო თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ტექნიკოსი/სამეურნეო თანამშრომელი
მომწოდებელი: Reed Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ორთაჭალაში მდებარე, 24 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო, "Reed Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ტექნიკოსის/სამეურნეო თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქუჩა 15
https://g.co/kgs/YaR4pv
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 5/2, 09:00-18:00
ანაზღაურება ხელზე ასაღები 1500 ლარი
დაზღვევა
კვებით უზრუნველყოფა

ძირითადი ფუნქციები:

** უზრუნველყოფს ობიექტზე არსებული დანადგარების და აღჭურვილობის ზედამხედველობას, რეგულარული ტექნიკური შემოწმებას და შეკეთებას დაზიანების შემთხვევაში
** იცავს კომპანიის მიერ დადგენილი ყველა სტანდარტს და პროცედურას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მიხედვით.
** უზრუნველყოს ელექტრო მოწყობილობების, წყალგაყვანილობის, გამათბობლების, კონდიციონერების და სხვა სისტემების მონიტორინგს და გამართულ მუშაობას, დროულად აღმოფხვრავს შეფერხებას
** კარგად იცნობდეს შენობის გეგმებს და მახასიათებლებს გაყვანილობის ადგილმდებარეობის და მასთან დაკავშირებული მასალების, საჭირო ინსტრუმენტების და შესაბამისი აღჭურვილობის განსაზღვრის მიზნით
** დაუყოვნებლივ აგვარებს სხვადასხვა განყოფილებების ტექნიკურ და სამეურნეო მოთხოვნებს, სასტუმროში პროცესების გამართული და შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის
** შეასრულოს დისტრიბუციის მიერ მოტანილი პროდუქტების მიწოდება საწყობში და დანიშნულების ადგილებზე.

კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში
** ელექტრო, წყალგაყვანილობის და სხვა სისტემების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com
ან დაგვირეკოთ ნომერზე: 555549152. ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სასტუმროს ტექნიკოსი/სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე